მეგობრებს შენი იმედი ყოველთვის აქვთ, ასეა? მათ კი აქვთ შანსი, რომ დაამტკიცონ ეს! კამპანიით „წაახალისე შენი ფავორიტი მორბენალი" შენმა გულშემატკივრებმა გადმორიცხონ მათთვის სასურველი ოდენობის თანხა ყოველ კილომეტრზე, რომელსაც შენ ვირტუალური ფინიშის მანქანის წინ გაირბენ. კამპანიაში ჩართვა ძალიან მარტივია.
უბრალოდ დარეგისტრირდი Wings for Life World Run-ზე. შენი გულშემატკივრები ადვილად მოძებნიან შენს სახელს ვებგვერდზე და გააკეთებენ თავიანთ პირობას პირდაპირ შენს პროფილზე - რაც უფრო შორს გაირბენ, მით უფრო დიდი იქნება შენი წვლილი!
ნუ იდარდებ, შენს გულშემატკივრებს შეუძლიათ დააწესონ მაქსიმალური თანხა, თუ ფიქრობენ, რომ შენი დისტანცია შეიძლება ძვირი დაუჯდეთ. სირბილის შემდეგ თანხა ჩამოიჭრება და 100% გადაირიცხება Wings for Life ფონდში ზურგის ტვინის დაზიანების მკურნალობის საშუალებების მოსაძებნად. სწორედ ეს არის მთავარი მიზანი!
გსურს მეტი ინფორმაციის მიღება? გაეცანი ამ გვერდს და ჩვენს ხშირად დასმულ კითხვებს.
